პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს ავანტურისტული განცხადებების გაკეთება და მუშტების ჰაერში ქნევა შეწყვიტონ.
აღნიშნული განცხადება კუბლაშვილმა დღეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ გააკეთა.
პავლე კუბლაშვილის თქმით, ისმის საუბარი, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით მორიგი ხაფანგის დაგება ხდება, რაც არასწორია.
„ვერანაირი განცხადებები სირიაზე, ჰომსზე ვერ შეცვლის იმ ვითარებას, რაც საქართველოშია“ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა
დღეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ ის საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, აგრეთვე 21 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც დაბადებულია და 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
