თარგამაძე მოსახლეობის იმ 70%-ში შედის, რომელიც ივანიშვილს მოქალაქეობის მომხრეა
თარგამაძე მოსახლეობის იმ 70%-ში შედის, რომელიც ივანიშვილს მოქალაქეობის მომხრეა
17:23 06.04.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის უფლებებისთვის იბრძვის.  ამის შესახებ განცხადება თარგამაძემ დღეს პარლამენტში საყოველთაო-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გააკეთა, თუმცა, ივანიშვილის გვარი არ უხსენებია.
„მე მისი პოლიტიკური ოპონენტი ვარ. მე არ ვარ მისი მომხრე, ის არ არის ჩემი მომხრე და არც ჩემი მტერი, მე არ მინდა მისი მტერი ვიყო. მე მისი უფლებებისთვის ვიბრძვი, რომ ჯანსაღი პოლიტიკური გარემო არსებობდეს“ - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, იგი მოსახლეობის იმ 70%-ში შედის, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს.
დღეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, აგრეთვე 21 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც დაბადებულია და 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.


ბეჭდვა