თარგამაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ს მოქალაქე ქართველებსაც უნდა ჰქონდეს საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობა
თარგამაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ს მოქალაქე ქართველებსაც უნდა ჰქონდეს საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობა
15:37 06.04.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ს მოქალაქე ქართველებს იგივე უფლებები უნდა მიენიჭოს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე ქართველებს ექნება.
აღნიშნული განცხადება გიორგი თარგამაძემ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
„ამ ეტაპზე საქართველოს დეკლარირებული აქვს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს ევროკავშირი წარმოადგენს. აქედან გამომდინარეობს არგუმენტაცია, თუ რატომ ხდება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ამ უფლებების მინიჭება, თუმცა ვფიქრობ, რომ იგიგვე უფლებებით უნდა აღიჭურვონ აშშ-ს მოქალაქეობის მქონე ქართველებიც“- განაცხადა თარგამაძემ.
ქრისტიან–დემოკრატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება 21 წელს მიღწეული პირი აირჩეს, რომელიც დაბადებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს.

ბეჭდვა