კუბლაშვილი - პოლიტიკური აქტიურობის საშუალება რამდენიმე ათას ადამიანს მიეცემა
კუბლაშვილი - პოლიტიკური აქტიურობის საშუალება რამდენიმე ათას ადამიანს მიეცემა
14:56 06.04.2012
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით, პოლიტიკური აქტიურობის საშუალება რამდენიმე ათას ადამიანს მიეცემა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კუბლაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ განმარტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, პოლიტიკური აქტიურობის და კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება, სავარაუდოდ, რამდენიმე ათას ადამიანს მიეცემა, რომლებიც საქართველოშია დაბადებული, აქ ათი წელი უცხოვრია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა.
„ქრისტიან-დემოკრატების” ცვლილება ითვალისწინებს, იმას რომ პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ შეიცვალოს “ბოლო ათი” წლის ნორმა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს პირს, რომელსაც არა მხოლოდ ბოლო ათი წელი, არამედ, ათი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში.

ბეჭდვა