პრეზიდენტმა რეგიონებისთვის განკუთვნილი 126 ტრაქტორი დაათვალიერა
პრეზიდენტმა რეგიონებისთვის განკუთვნილი 126 ტრაქტორი დაათვალიერა
14:33 06.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონებში გასანაწილებლად გამზადებული ტრაქტორები დაათვალიერა.
როგორც მან აღნიშნა, საწვავის გაძვირების მიუხედავად მოსახლეობამ წელს ყველაზე მეტი მიწა უნდა დაამუშაოს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად მეტ ოჯახს გაუჩნდეს შემოსავლის წყარო. იმ პირობებში, როცა სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-სგან გავათავისუფლეთ, ჩვენს მაღაზიებში ქართული პროდუქცია უნდა იყიდებოდეს. ეს კი იმას ნიშნავს, ჩვენს ბაზრებში ძირითადად ქართული პროდუქცია გაიყიდება და შევძლებთ ექსპორტზე გასვლასაც“ -განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ძველი დრო გაიხსენა და აღნიშნა, რომ იყო წლები, როდესაც ადგილობრივ ბაზარში ქართული პროდუქცია თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა უცხოეთიდან შემოსულმა პროდუქციამ.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 12-მა სერვისცენტრმა დღეს 126 ტრაქტორი მიიღო, რასაც წლის ბოლომდე, 600 ტრაქტორი დაემატება.

ბეჭდვა