ბაქრაძე – საქართველო არ დაუშვებს, რომ რუსეთმა "ღია ცის" ხელშეკრულება თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს
ბაქრაძე – საქართველო არ დაუშვებს, რომ რუსეთმა "ღია ცის" ხელშეკრულება თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს
14:12 06.04.2012
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველო ვერ დაუშვებს, რომ რუსეთმა "ღია ცის" ხელშეკრულება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
აღნიშნული კომენტარი დავით ბაქრაძემ "ღია ცის" ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გააკეთა და განაცხადა, რომ ეს სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
"წლების მანძილზე კარგად ვთანამშრომლობდით და ვთანამშრომლობთ ამ ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფოსთან, მაგრამ ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთმა "ღია ცის" ხელშეკრულება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საკუთარი პოლიტიკის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს. ამას არ დავუშვებთ" – განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ გადადგა.

ბეჭდვა