პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილსა და ობამას შორის სატელეფონო საუბარს არ ადასტურებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილსა და ობამას შორის სატელეფონო საუბარს არ ადასტურებს
12:07 06.04.2012
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ს პრეზიდენტს ბარაქ-ობამას შორის სატელეფონო საუბართან  დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი საუბარი არ შემდგარა.
ინტერნეტ-გვერდმა ireport.cnn.com აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის გუშინ გვიან ღამით სატელეფონო საუბარი შედგა. გვერდის ინფორმაციით, მიხეილ საკაშვილისა და ბარაქ ობამას საუბარი ძირითადად საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების თემას დაეთმო.

ბეჭდვა