14 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება.
დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სესიაზე ფრაქციებში მომხდარი გადანაცვლებების შესახებ განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი გააკეთებს.
ბაქრაძის თქმით, აღნიშნულ გადანაცვლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებიც შესაბამისად ხვალიდან შევა ძალაში.
საპარლამენტო უმრავლესობიდან ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჯან ხურციძე გარიცხეს, დღეს მმართველი ფრაქცია დატოვა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კურდღელაშვილმა, რომელიც უმცირესობაში გადავიდა.
ფრაქცია "ძლიერი საქართველოდან" ყაზბეგის მაჟორიტარი რომან მარსაგიშვილი წავიდა და ფრაქცია "ერთობა სამართლიანობაში" გაწევრიანდა, გია თორთლაძის ფრაქციაში კი "ქრისტიან-დემოკრატი" რატი მაისურაძე გადავიდა.
