პარლამენტის სამ კომიტეტში დღეს სახალხო დამცველს მოუსმენენ. ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა
კომიტეტები გაერთიანებული სხდომაზე ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშსს მოისმენენ.
პარლამენტში წარდგენილი სახალხო დამცველის ანგარიში "2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" 650 გვერდიანია.
აღნიშნულ ანგარიშში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის მხრივ არსებულ პრობლემებზე, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე, ეთნიკური უმცირესობების საკითხზე, საკუთრების უფლებებზე და სხვა.
კომიტეტებში განხილვის შემდეგ, გიორგი ტუღუში მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგება.
