საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური რეალობიდან მოწყვეტილს უწოდებს.
აღნიშნული განცხადება პეტრე ცისკარიშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
"ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ ოქრუაშვილი ჩვენს გუნდში რჩება, ის საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. ამ პოლიტიკური რეალობიდან შორს დგომას განაპირობებს ისიც, რომ მას ჰგონია, საქართველოში არჩევნები გაყალბდება," - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო, არც ერთი პროცენტით არ გაყალბდება.
"თუ მას მიზეზად უნდა,მიტინგების მობილიზება დაიწყოს არჩევნები გაყალბდაო და ამას ახლავე აანონსებს, მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს აქციები. საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და არავინ არავის არ უშლის შეკრებას," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველა წინაპირობაა შექმნილი, რომ გვქონდეს კარგი საარჩვენო გარემო და საქართველოში მოწვეული იქნება ასობით დამკვირვებელი სხვადასხვა ორგანიზაციიდან.
