საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის გუშინ გვიან ღამით სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-გვერდი ireport.cnn.com
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გვერდის ინფორმაციით, მიხეილ საკაშვილისა და ბარაქ ობამას საუბარი ძირითადად საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების თემას დაეთმო.
აშშ-ს პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის მომავალი ურთიერთობების განვითარებაში ინდიკატორი იქნება საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო ნორმების დაცვით ჩატარება და ამ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მსურველი ყველა მხარისთვის ღია, კონკურენტუნარიანი და თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნა იქნება.
ireport.cnn.com-ის ცნობით, სააკაშვილმა ობამა დაარწმუნა იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველმხრივ შეუწყობს ხელს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და მასში მონაწილე ყველა დაინტერესებულ მხარეს თანასწორ პირობებს შეუქმნის. ასევე აღნიშნა, რომ გატარდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ქვეყნის კონსტიტუციაში.
