საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო იქმნება
საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო იქმნება
19:40 05.04.2012
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო შეიქმნება.
უცხოეთში ქართული კულტურის, ხელოვნების, ისტორიის, პროდუქციის, სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო ჩამოყალიბდება.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მთავრობამ სააგენტოს განსათავსებლად საჭირო ღონისძიებები უნდა განხორციელოს. პრემიერ-მინისტრმა კი - უნდა უზრუნველყოს სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება უკვე ძალაშია შესული.

ბეჭდვა