"ატსტუპნიკებმა" საქართველოს მოქალაქეობაზე შესაძლოა უარი თქვან
"ატსტუპნიკებმა" საქართველოს მოქალაქეობაზე შესაძლოა უარი თქვან
18:44 05.04.2012
ბინათმოსარგებლეებმა, ე.წ. "ატსტუპნიკებმა" საქართველოს მოქალაქეობაზე შესაძლოა, უარი თქვან. აღნიშნულის თაობაზე მათ დღეს პრეზიდენტის ავლაბრის  რეზიდენციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს.
აქციის მონაწილეებმა საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში უპირობოდ გადაცემა მოითხოვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართვას გაუგზავნიან და შეხვედრას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა აღშფოთება გამოთქვეს ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ უყურადღებობის გამო. ზოგიერთი მათგანის განცხადებით, თუ მათი პრობლემა არ მოგვარდება, უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე და ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს.
როგორც აღინიშნა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მსგავსი პრობლემა დიდი ხანია გადაწყდა და ბინათმოსარგებლეებს საცხოვრებელი ფართები უპირობოდ დაუკანონდათ.
"ატსტუპნიკები" პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მომავალ ხუთშაბათსაც გეგმავენ.

ბეჭდვა