"აუცილებლად მიგვაჩნია გამოვეხმაუროთ ხელისუფლების მიერ არასამთავრობო სექტორზე განხორციელებულ ზეწოლას, რომელიც
ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პირადპირ საფრთხეს წარმოადგენს," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პირველ ტრადიციულ ბრიფინგზე.
ფანჯიკიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც კონტროლის პალატაში შექმნილი სპეციალური განყოფილების მხრიდან პოლიტიკური მოძრაობის იარლიყი მიეკრა და მონიტორინგის ობიექტი გახდა.
"როგორც ჩანს, ეს არ იკმარა ხელისუფლებამ და იმ არასამთავრობოების რიცხვი გაზარდა, რომლებიც ფინანსური მონიტორინგის განსაკუთრებული პირობების ქვეშ მოექცნენ. რასაკვირველია, ვუერთდებით პროტესტს, რომელიც არასამთავრობოებმა ამ ახალი რეგულაციის წინააღმდეგ გამოხატეს," - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.