"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა ჯანსუღ ჩარკვიანს შეხვდა
"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა ჯანსუღ ჩარკვიანს შეხვდა
18:20 05.04.2012
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს შეხვდნენ.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიიდან აცნობეს, ახალგაზრდებმა პოეტთან სამშობლოს ფასეულობებსა და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებაზე ისაუბრეს.
პოეტმა ახალგაზრდებს საკუთარი ლექსები წაუკითხა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
"არ შეიძლება ადამიანები, მით უმეტეს ისეთი ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება საქართველოს მიუძღვნეს და საკუთარი მოღვაწეობით შექმნეს ჩვენი სამშობლოს ისტორიის დიდი ნაწილი, პოლიტიკური სიმპათიის ნიშნით დაყონ. დაუშვებელია პატივი არ სცე ჩვენი ქვეყნის სასიქადულო შვილებს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რჩევა არ მიიღო, არ მოუსმინო. ეს პირველ რიგში დღევანდელ ხელისუფლებას ეხება" - განაცხადა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა ბესიკ დანელიამ.
"დემოკრატიულ მოძრაობაში" მსგავსი სახის შეხვედრა მომავალ კვირასაც იგეგმება. ახალგაზრდები მსახიობ გივი ბერიკაშვილს შეხვდებიან.

ბეჭდვა