თარგამაძის აზრით ივანიშვილს პრემიერ–მინისტრის და პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება უნდა მიეცეს
თარგამაძის აზრით ივანიშვილს პრემიერ–მინისტრის და პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება უნდა მიეცეს
18:11 05.04.2012
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის გიორგი თარგამაძის მოსაზრებით, ივანიშვილს პრემიერ–მინისტრად და პრეზიდენტად არჩევის უფლება უნდა მიეცეს.
"ნიუსპრესთან" საუბარში თარგამაძემ განაცხადა, რომ საყოველთაო–სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე ამ დეტალებზე იქნება საუბარი.
თარგამაძის თქმით, 3 მაისს, კომისიის მიერ, საკონსტიტუციო ცვლილებების წინასწარი განხილვის ეტაპი უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ, 2 კვირაში პარლამენტმა კენჭისყრის მეშვეობით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
"სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე, პარლამენტმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ამ ცვლილებების შედეგად, ივანიშვილს უფლება უნდა ჰქონდეს არჩეული იყოს სხვადასხვა თანამდებობებზე" – აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, მათი ინიციატივის მიზანია საქართველოში დაბადებულ, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის, არამედ, სხვა მაღალი თანამდებობის დაკავების უფლებაც ჰქონდეს.
საყოველთა-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის სხდომა ხვალ გაიმართება და მასზე "ქრისტიან-დემოკრატების" საკონსტიტუციო წინადადება განიხილება. ამ ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, რომელიც დაბადებულია საქართველოში და ბოლო 10 წელი ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

ბეჭდვა