პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა მრავალათასიან შეკრებას გეგმავს.
ამის შესახებ "განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნანა გულუამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დევნილთა შეკრება თბილისში და ზუგდიდში, ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს გაიმართება. პარტიის წევრების ინფორმაციით, შეხვედრას ათასობით იძულებით გადაადგილებლი პირი დაესწრება.
"ჩვენ მშობლიურ მხარეში დაბრუნება და იქ დარჩენლ მოსახლეობასთან ერთად ცხოვრება გვინდა. დღევანდელმა ხელისუფლებამ არა თუ შეასრულა თავსი წინასაარჩევნო დაპირება - "საქართველო დაკარგული ტერიტორიების გარეშე", არამედ საწინააღმდეგოს დაკანონებას შეუწყო ხელი. ჩვენს პრობლემებს ვერ აგვარებს ის, ვისაც ეს ევალება, ამიტომ დროა ინიციატივა ხალხმა აიღოს" - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ნანა გულუამ.
მან დევნილთა საერთაშორისო ფონდის შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრები დევნილი ბიზნესმენები დააარსებენ.
პარტიაში განმარტავენ, რომ ფონდის ძირითადი დანიშნულება სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გამოსწორება იქნება, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ქართველების, აფხაზებისა და ოსებისთვის.
დევნილთა შეკრების ორგანიზებამდე პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ფართო საინფორმაციო კამპანიას და სხვადასხვა სახის აქციის ჩატარებას გეგმავს.
