გაეროს სპეციალური მომხსენებელი საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ბევრი შემაშფოთებელი ნიშანი არსებობს, რომ საქართველოში ზოგადად არსებული ტრაექტორია, შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს და მოდერნიზებაზე ორიენტირებამ, პროცესები ფართოდ გავრცელებული შიშის, დაშინების, ფუნდამენტალური თავისუფლებების თვითნებური შეზღუდვებისკენ წაიყვანოს,- განცხადება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე, სადაც მან საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
მაინა კიაის განცხადებით, 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანობაში ორაზროვანი და ბუნდოვანი ენით არის გადმოცემული, უნდობლობის ატმოსფეროს შექმნას ახდენს და საგრძნობლად არღვევს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონს.
