"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საწვავის ბიზნესში წილების გადანაწილებისა და ფასების ზრდის საკითხზე ექსპერტებთან ერთად დღეს
პარლამენტში პრეზენტაცია გამართა.
"კარტელურ შეთანხმებას ერთი კაცი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში. ქვეყანაში თითქმის ყველა დარგში მონოპოლიებია შექმნილი. მათ პრეზიდენტის მიერ ხელდასმული კლანის მეთაური ხელმძღვანელობს. მაგრამ, პრეზიდენტს თავისი პირადი ბიზნესებიც აქვს - ოქროს ბიზნესი, სხვა წიაღისეული საბადოების ბიზნესი და საწვავის იმპორტისა და დისტრიბუციის ბიზნესი. ბენზინზე ყველაზე მაღალი ფასნამატი საქართველოშია" – განაცხადა ბარათურიამ.
შეხვედრაზე სომხეთში ბენზინის ფასის შესახებაც ისაუბრეს. ექსპერტების თქმით, სომხეთში საწვავი საქართველოს გავლით შედის და მიუხედავად ამისა, სარეალიზაციო ფასი 1 ლიტრზე საქართველოსთან შედარებით 20–25 თეთრით იაფია.
