საპარლამენტო უმრავლესობა პარტია "ქრისტიან–დემოკრატების" საკონსტიტიციო წინადადებას, რომლის საფუძველზეც, ბიძინა ივანიშვილს სხვა ქვეყნის მოქალაქობის მიუხედავად, არჩევნებში
მონაწილეობა შეუძლია, მხარს დაუჭერს.
"ჩვენ "ქრისტიან–დემოკრატების" ინიციატივას გავეცანით და მას მხარს დავუჭერთ, რითაც მოქალაქეობის თემასთან დაკავშირებით ყოველგვარ ინსინუაციებს, სპეკულაციებსა და პოლიტიკურ წიაღსვლებს საბოლოოდ დაესმევა წერტილი. ბიძინა ივანიშვილს ექნება სრული საშუალება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ექნება ყველა ის პოლიტიკური უფლება, რაც აქვს თითოეულ ჩვენთაგანს და მისი პოლიტიკური უფლებები არანაირად შეზღუდული არ იქნება" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა.
"ქართულ ოცნებაში" კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული განცხადებით, თარგამაძემ პრეზიდენტს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება "გაუპრავა".
