"ეროვნული ფორუმს" ქუჩის აქციებთან დაკავშირებით დადებითი დამოკიდებულება აქვს
"ეროვნული ფორუმს" ქუჩის აქციებთან დაკავშირებით დადებითი დამოკიდებულება აქვს
15:47 13.02.2012
"ეროვნული ფორუმს" ქუჩის აქციებთან დაკავშირებით დადებითი დამოკიდებულება აქვს.

ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრეს კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.

მისი განმარტებით, "ეროვნული ფორუმისთვის" "ქართულ ოცნებაში" მთავარი საქმიანობა კოალიციაში ფორუმის ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული.
"ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში გაწევრიანებით, ქვეყნის მთავარი ინტერესების წინ წამოწევა მოხდება,"-თქვა მან.

გუბაზ საინიკიძის განცხადებით, "ეროვნული ფორუმი" არ განეკუთვნება ისეთ პარტიას, რომელიც საკუთარ შეცდომებს არ აღიარებს. "ვინც აღიარებს შეცდომას, ის აღარ გაიმეორებს მას. სწორედ შეცდომების გამო მოექცა ქვეყანა პოლიტიკურ ნანგრევებში,"--აღნიშნა სანიკიძემ.

"ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლის აზრით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის გრძელი გზა არის გასავლელი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კი, დემოკრატიული პრინციპების გამყარება უნდა მოხდეს.

ბეჭდვა