პირველადი საჭიროების სათესლე მასალა დღეიდან განაწილება
პირველადი საჭიროების სათესლე მასალა დღეიდან განაწილება
14:41 05.04.2012
საქართველოში უკვე შემოტანილია პირველადი საჭიროების სათესლე მასალა და მათი განაწილება დღეიდან დაიწყება.  ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 10 დღეში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისცენტრების გახსნა.
რაც შეეხება ტექნიკის მობილიზებას, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ბელორუსიდან უკვე 120 ტრაქტორია შემოყვანილი, რასაც 15 აპრილისთვის 284 ტრაქტორი დაემატება, მოგვიანებით კი - 600 ერთეული ტექნიკა.
ამასთან, გოროზია განმარტავს, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ბევრ რაიონში უკვე დაიწყო, ზოგ რაიონში უამნიდობის გამო შეფერხდა.

ბეჭდვა