გიორგი თარგამაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კომისიას გადაუგზავნა
გიორგი თარგამაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კომისიას გადაუგზავნა
14:33 05.04.2012
"ქრისტიან–დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტსა და საყოველთაო–სახალხო განხილვის კომისიას დღეს გადაუგზავნა.
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ კონსტიტუციის 49–ე მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს და ის შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს - "პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
თარგამაძე სამოქალაქო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორს და უკანონოს უწოდებს და მოითხოვს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგეს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოსცა.

ამ დასკვნის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით უნდა მიემართა. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.






ბეჭდვა