ნიკოლოზ რურუა - მაღალი პრემიის გამო უხერხულობას ვერ ვგრძნობ
ნიკოლოზ რურუა - მაღალი პრემიის გამო უხერხულობას ვერ ვგრძნობ
14:15 05.04.2012
დღევანდელი ხელისუფლების, ბიუროკრატიისა და მინისტების მუშაობა კარგად ანაზღაურდება, რათა კორუფციის ჩადენის სურვილი თავში არავის მოუვიდეს . ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, გასულ წელს მის მიერ მიღებული პრემიის შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ მიზეზით, რომ საქართველოში მინისტრების ანაზღაურება ნორმალურია, ქვეყანაში კორუფციამ ფეხი ვერ მოიკიდა.
"ეს ჩვენი საერთო პრინციპია და დასამალი აქ არაფერია. ეს არის სრულიად დეზინფორმაცია და პრემიის გამო უხერხულობას არ ვგრძნობ" - განაცხადა რურუამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს სახელმწიფო მოხელეებს საკმაოდ მაღალი ხელფასები ჰქონდათ, მაგრამ ამას მათთვის ქვეყნის გაძარცვაში ხელი არ შეუშლია.
ნიკა რურუას თქმით, მათი დიდი ნაწილი სწორედ უშუქობის, უწყლობის და სხვა პრობლემების ხარჯზე გახდა მილიონერი.
2011 წელს ნიკოლოზ რურუამ ხელფასის სახით 42 480 ლარი, ხოლო პრემიის სახით 45 500 ლარი მიიღო. დაახლოებით მსგავსი რაოდენობის პრემიები მიიღეს სხვა მინისტრებმაც.

ბეჭდვა