საპარლამენტო ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ხელისუფლებას ივანიშვილისთვის მოქალაქეობის
მინიჭებაზე უარის თქმის არანაირი საფუძველი არ აქვს.
მისი თქმით, ხელისუფლება რამდენად გაითვალისწინებს ჯონ ბასის განცხადებას, დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ავტორიტეტულია იმ ელჩის განცხადება, რომელსაც ქვეეყანაში უფლებამოსილების ვადა ერთ თვეში ეწურება.
"ბასის განცხადება ეყრდნობა ორგანულ კანონს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ", რომლითაც განსაზღვრულია პირობები პირის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. აქ არა მოქალაქეობის აღდგენის, არამედ მინიჭების თემაა, რაც ძალიან სწორად არის არჩეული მისი ადვოკატების მხრიდან" – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი წარმართოს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და სწრაფად.
