ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობას არანაირი საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება. ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა
ქდმ-ს ლიდერის გიორგი თარგამაძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, თარგამაძის ინიციატივა კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" პრინციპულად მიღებელია, რადგან ქვეყნის განვითარების საკითხთან დაკავშირებით კოალიციას და "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" შორის პრინციპული სხვაობაა.
ხიდაშელმა ხაზი გაუსვა, რომ გუშინ თარგამაძემ თავისი განცხადებით სააკაშვილის გადაწყვეტილება "გააპრავა", თითქოს, მართლაც რაღაც იურიდიულ პრობლემებს ჰქონდეს ადგილი.
"თარგამაძე ამბობს, რომ შეიძლება პოლიტიკური გარიგება მოხდეს და უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში პოლიტიკური პროცესები აწარმოოს. ქვეყნის ფუნდამენტური კანონის მიმართ ასეთი მიდგომა სრულიად დაუშვებელია. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ქვეყნის კონსტიტუციის ჭრა-კერვა ხდებოდეს ვინმე ერთ ადამიანზე მორგებით"-განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციაში მხოლოდ ქართულ საზოგადოებასთან ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შეიძლება შევიდეს.
