ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფს 15 თებერვალს წარადგენს
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფს 15 თებერვალს წარადგენს
15:35 13.02.2012
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფს 15 თებერვალს წარადგენს.
როგორც ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს, პირველ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საინიციატივო ჯგუფის წევრებს საზოგადოების წინაშე, თავად ბიძინა ივანიშვილი წარადგენს.
"სამწუხაროდ, დღეს ვერ გეტყვით ვინ იქნება ამ ჯგუფში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არის დაახლოებით 20 ადამიანი. მათ შორის: აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, იურისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველები. მინდა აღვნიშნო, რომ სრულიად დაცულია ასაკობრივი და გენდერული ბალანსი," - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია როსტომ მეფის სასახლეში, 12:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა