ივანიშვილი - ელჩებმა პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავონ
ივანიშვილი - ელჩებმა პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავონ
13:13 05.04.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პრინციპული  პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა.
"დიპლომატებს ვუთხარი, რომ დაიჭირონ პრინციპული პოზიცია, რადგან აღარ არსებობს სასამართლო და სასამართლო არ იღებს სამართლიან გადაწყვეტილებას" - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ საელჩოები დააფიქსირებენ თავის დამოკიდებულებას და საქართველოს ხელისუფლებას "პასუხს მოსთხოვენ" იმ უკანონობისთვის, რომელიც მის მიმართ მოქალაქეობის არმიცემით განხორციელდა.
მისი თქმით, დიპლომატები დაინტერსებული არიან საქართველოს ისტორიაში თავისუფალი არჩევნების ჩატარების პრეცედენტის შექმნით.
ივანიშვილი დიპლომატიურ კორპუსს დღეს "ქართული ოცნების" ოფისში შეხვდა. შეხვედრას, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ,

ბეჭდვა