კობა კურდღელაშვილის განცხადება "ნაცმოძრაობიდან" წასვლის თაობაზე, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში უკვე შესულია
15:24 13.02.2012
კასპის მაჟორიტარი-დეპუტატის კობა კურდღელაშვილის განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის თაობაზე,
პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში უკვე შესულია. კობა კურდღელაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" მიდის, თუმცა, არაფერია ნათქვამი მასში, თუ რომელ ფრაქციაში აპირებს დეპუტატი გაწევრიანებას.