ბასი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის საქმე თანასწორობის პრინციპის საფუძველზე წარმართოს
ბასი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის საქმე თანასწორობის პრინციპის საფუძველზე წარმართოს
11:18 05.04.2012
აშშ-ს მთავრობა მიიჩნევს, რომ პრინციპის თვალსაზრისით, მოქალაქეობის დაკარგვა ან დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხი არის ისეთ რამ, რომელიც  კანონით უნდა იყოს განსაზღვრული, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის გათვალისწინებით. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
"ჩვენ ამ სულისკვეთებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ბატონი ივანიშვილის საქმე ზუსტად ამ თანასწორობის პრინციპის საფუძველზე წარმართოს და წარმართოს იგი სწრაფად" - განაცხადა ჯონ ბასმა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით გუშინ დასკვნა გამოსცა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

ბეჭდვა