პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" წევრები დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრების თაობაზე დღეს პრესკონფერენციას გამართავენ.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პრესკონფერენცია დევნილთა იმ შეკრებას ეძღვნება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს თბილისში, რუსთავსა და ზუგდიდის სოფელი რუხის ადმინისტრაციულ საზღვართან იგეგმება.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეკრებაზე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მუშაობას შეაფასებენ.
ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უცხოეთში მომუშვე აფხაზეთიდან დევნილ ბიზნესმენთა მიერ იძულებით გადაადგილებულთა საერთაშორისო ფონდის დაარსებაა. ფონდის ძირითადი დანიშნულება დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა და ამ მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელება იქნება.
პარტიის ცნობით, შეკრებას 120 000-ზე მეტი დევნილი დაესწრება. მის ორგანიზებამდე პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" წევრები ფართო საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიისა და სხვადასხვა აქციების ჩატარებას გეგმავენ.
