საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც დეპუტატად 21 წლის მოქალაქის არჩევას ითვალისწინებს, ენთუზიაზმით არ ხვდება, თუმცა, ამაში ვერც ტრაგედიას ხედავს.
ეს განცხადება „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა, პარლამენტარმა გიორგი თარგამაძემ დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება იმის თქმა, რომ ახალგაზრდა მოქალაქეები პარლამენტში არ უნდა შევიდნენ, რადგან თავად 25 წლის ვიყავი, როცა პარლამენტის წევრად ამირჩიეს. თუმცა, 21 წლის მოქალაქეთა დეპუტატობა არასწორად მიმაჩნია. „ნაციონალურ მოძრაობას“, სავარაუდოდ, საარჩევნო სიაში სწორედ ამ ასაკის მოქალაქეები ეყოლება“ - განაცხდა თარგამაძემ.
დეპუტატის თქმით, მისთვის მიუღებელია ის არგუმენტები, თითქოს ახალგაზრდა მოქალაქე ადვილად სამართავია.
მისივე თქმით, პარლამეტის წევრი მაშინ უნდა გახდეს ადამიანი, როდესაც ის საკმარის ცოდნასა და გამოცდილებას დააგროვებს.
