ლევან ვეფხვაძე: კობა კურდღელაშვილი დიდი ალბათობით უმცირესობაში შევა
ლევან ვეფხვაძე: კობა კურდღელაშვილი დიდი ალბათობით უმცირესობაში შევა
14:55 13.02.2012
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით,  კასპის მაჟორიტარი-დეპუტატი კობა კურდღელაშვილი დიდი ალბათობით უმცირესობაში შევა.
ლევან ვეფხვაძემ ამის შესახებ განცხადება "ნიუსპრესთან" საუბარში გააკეთა. მისი თქმით, კობა კურდღელაშვილთან რამდენიმე დღეა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
"უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ შევხვდები კურდღელაშვილს და საბოლოო პასუხს მაშინ გეტყვით," - თქვა ლევან ვეფხვაძემ.

ბეჭდვა