პრეზიდენტმა დღეს ბორჯომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და სასტუმროს მშენებლობა დაათვალიერა.
პრეზიდენტმა ბორჯომში საქართველოში უახლოეს პერიოდში ტურისტების ზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ისაუბრა.
„საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა. 6 ახალ სასტუმროში კი- 1 000-მდე მოქალაქე დასაქმდება. სამწუხაროდ, მშენებლობისთვის პროფესიონალების ნაკლებობას განვიცდით, თუმცა, მოქალაქეებს პროფესიების ათვისების საშუალებას ვაძლევთ. მართალია, ცოტა პროფესიონალი გვყავს, მაგრამ ჩვენი მშენებლები ჩინელ და თურქ მშენელებს სჯობს“ - განაცხადა მან.
პრეზიდენტთან ერთად, ბორჯომში ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ვერა ქობალიაც იმყოფებოდა.
