ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ორი პოლიტიკური ძალის მიერ ქვეყნის შესაძლო დაყოფაზე საუბრობს.
როგორც ქარდავამ ედპ-ს თბილისის ორგანიზაციის კონფერენციაზე აღნიშნა, ყოველთვის არსებობს ორი პოლიტიკური ძალის მიერ ქვეყნის გაყოფის საფრთხე.
„უნდა შევძლოთ და გავარღვიოთ დახშული, მონოპოლიზებული პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე, რომელიც ორ ურთიერთდაპირისპირებულ ძალას აქვს ხელში ჩაგდებული. სამყარო მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნებისგან" არ შედგება“- განაცხადა პარტიის ლიდერმა.
მისი თქმით, ედპ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად იბრძოლებს.
„თუ მოხდა ისე, რომ მონათესავე პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ ბლოკის შექნა გადაწყვიტეს და შემოთავაზება მივიღეთ, ამ წინანადადებაზე ვიფიქრებთ" - აღნიშნა მან.
