პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებულები საავადმყოფოში მოინახულა.
იგი ინიციატივით გამოვიდა, შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბათუმში გაზიფიკაციის პროცესს დააკვირდება.
აფეთქება ბათუმში დილით ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში მოხდა, რომლის შედეგადაც 6 მოქალაქე მძიმედ დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი.
წინასწარი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა. რა გახდა აირის დაგროვების ზუსტი მიზეზი, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველო იძიებს.
