ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების ხელმძღვანელების განცხადებით, საქართველო ნატო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განუცხადა.
ქუთელიას თქმით, ალიანსის შემფასებელი მისია ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში და შესაბამის დასკვნებს აკეთებს, რაც, მისივე თქმით, როგორც ყოველთვის დადებითია.
„სწორედ ამ დასკვნების საფუძველზე კეთდება რასმუსენის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველო მათთვის ყველზე ფასეული პარტნიორია“ - განაცხადა ქუთელიამ და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე, საქართველო ალიანსში გაწევრიანებსკენ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ.
