საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუსი თსუ-ს ეწვივნენ და უნივერიტეტში არსებული ნატოს კუთხე მოინახულეს.
ნატო-ს 63 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ბათუ ქუთელიამ სტუდენტებთან ალიანსის და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა, ხოლო ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა სტუდენტებს ლექცია „ნატო დღეს“ წაუკითხა.
როგორც ქუთელიამ აღნიშნა, ნატო-ს საინფორმაციო კუთხის გახსნა თსუ-ში მნიშვნელოვანია, რადგანაც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არსებულ ვითარებაზე.
“მოხარულები ვართ ასეთი საინფორმაციო კუთხის არსებობით, რადგანაც საქართველოს მტკიცედ აქვს ნატო-სთან დაახლოება გადაწყვეტილი“-განაცხადა ლაჰიუსმა.
