საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილის მტკიცებით, ივანიშვილს არანაირი შეზღუდვები არა აქვს და მას შეუძლია გააგრძელოს პოლტიკური მოღვაწეობა ისე, როგორც აქამდე საქმიანობდა.
„ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაშია, ის ერთ–ერთი ოპოზიციონერი ლიდერია და არანაირი შეფერხებები არა აქვს თავისუფლად გამოთქვას თავის მოსაზრებები. მას არ აქვს არანაირი შეზღუდვები, მას შეუძლია გააგრძელოს პოლტიკური მოღვაწეობა ისე, როგორც აქამდე საქმიანობდა. ამ მხრივ პოლიტიკისა და ამ სამართლებრივი საკითხის ურთიერთდაკავშირება, არალოგიკურად მიმაჩნია” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანაბარია მიუხედავად იმისა, ის სოციალურად დაუცველია თუ მილიარდერი.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.
