რუსეთის ბაზარზე "ბორჯომის" დასაბრუნებლად ბარიერები არ არსებობს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ გააკეთა.
როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, სამსახურის სპეციალისტები მზად არიან, ინსპექტირებისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ.
"არანაირი ბარიერი არ არსებობს, ჩვენ მზად ვართ საქართველოში ჩავიდეთ " - განაცხადა ონიშენკომ.
რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შეტანა 2006 წელს აიკრძალა. აკრძალვის ოფიციალურ მიზეზად პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა.
