საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ აპარატის უფროსი, ვანის საკრებულოს დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ვანის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, დეპუტატმა მოსახლეობასთან ერთად ქალაქის ტერიტორიაზე გზების სავალალო მდგომარეობა დაათვალიერა.
დეპუტატის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა არსებული მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და გზის საფარის დროულად შეკეთებას მოითხოვს.
„ქალაქში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით ცუდ დღეშია 26 მაისის ქუჩა, საიდანაც ქალაქის ცენტრი ოთხ სოფელს უკავშირდება. რაიონში სახელწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მილიონობით ლარი იხარჯება, თუმცა, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“- განაცხადა ლორთქიფანიძემ
„ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქცია ადგილობრივ ხელმძღვანელობას რეგიონში გზების აღდგენისკენ მოუწოდებს.
