საპარლამენტო უმრავლესობას კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კურდღელაშვილი ტოვებს.
აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დაადასტურა.
"კობა კურდღელაშვილი არ გაგვირიცხავს. ის ფიქრობს, რომ თავისი პოლიტიკური აქტივობა უმრავლესობის გარეთ უნდა გააგრძელოს. ჩვენ ამაზე სხვა მოსაზრებები გვაქვს", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, კობა კურდღელაშვილი და უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ერთმანეთს უკვე ესაუბრნენ და გადაწყდა, რომ კასპის მაჟორიტარი ალბათ უმრავლესობიდან წავა.
ამჟამად უმრავლესობის წევრები პარლამენტში დახურულ კარს მიღმა იკრიბებიან.
