აღნიშნულის თაობაზე ვახტანგ ხმალაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, თუ ივანიშვილს უარს ეტყვიან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, მიზეზი უნდა იყოს მითითებული და ამ მიზეზის საფუძვლიანობა დამტკიცებული უნდა იქნეს.
ხმალაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს რით უქმნის საფრთხეს ივანიშვილი სახელმწიფოს ან საზოგადოებას.
ამასთან, იგი ვარაუდობს, რომ დიპლომატიური კორპუსი ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, 5-8 აპრილის შემდეგ გააკეთებს.
„ჩვეულებრივ, ვიდრე სახელმწიფო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორც წესი დიპლომატები თავს იკავებენ შეფასებებისაგან, რათა სკანდალი არ ატყდეს. პირადად მე ვვარაუდობ, რომ განცხადებები შეიძლება გაკეთდეს ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ანუ 5-8 აპრილის შემდეგ“ - განაცხადა ხმალაძემ.
