პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ლიდერი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ლიდერი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
14:20 04.04.2012
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის“ ლიდერი კახა სეთურიძე დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილის შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე სეთურიძემ ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს პარტიის მიერ ყაზბეგის რაიონში ამომრჩეველთა აღწერის მიზნით ჩატარებული კამპანია „კარდაკარის“ შედეგები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებით პარტიის პოზიციაზე იმსჯელეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე მდგარი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

ბეჭდვა