„თავისუფალი საქართველოს“ წევრები ოპოზიციას „თრიალეთის“ დაცვისკენ მოუწოდებენ
„თავისუფალი საქართველოს“ წევრები ოპოზიციას „თრიალეთის“ დაცვისკენ მოუწოდებენ
13:09 04.04.2012
„თავისუფალი საქართველოს“ წევრები პოლიტიკურ პარტიებს ტელეკომპანია „თრიალეთის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.  ამასთან დაკავშირებით პარტიის რეგიონულმა მდივანმა გია ყრუაშვილმა დღეს განაცხადა.
გია ყრუაშვილმა კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისის მხრიდან „თრიალეთის“ 5 000 ლარით დაჯარიმების ფაქტი გააპროტესტა. მისი თქმით, ამ სახით ხელისუფლებამ დამოუკიდებელ და ობიექტურ მედიასაშუალებაზე ზეწოლა განახორციელა.
ყრუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტის მიმართ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება მისთვის გაუგებარია.
„ყველა პარტია დღეს ჩაკეტილია და მხოლოდ ბრიფინგებით შემოიფარგლება. ოპოზიციონერები რომ მიდიან ტელევიზიაში და ეთერში გამოჩენა უხარიათ, იმავე ტელევიზიას დაცვა რომ სჭირდება, რატომ არ გამოდიან. მოვუწოდებ მათ ამ საკითხზე მაინც გაერთიანდნენ“ - განაცხადა ყრუაშვილმა.
მისივე განმარტებით „თავისუფალი საქართველოს“ წევრები და იურისტები „თრიალეთის“ დახმრებას აქტიურად ცდილობან.
„ჩვენ სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის უწყებას მიმართავთ, აღნიშნულ საკითზე რეაგირება მოახდინონ“- განაცხადა ყრუაშვილმა.
კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ "თრიალეთი" 29 მარტს 5 000 ლარით დააჯარიმა.
კომისიის ცნობით, სანქცია ტელე-რადიო კომპანიას ქ.გორში რადიოსიხშირული სპექტრის ულიცენზიო გამოყენებისთვის დაეკისრა.
თავად ტელეკომპანიის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი ამ ქმედებას ხელისუფლების მხრიდან „თრიალეთზე“ ზეწოლად აფასებს.

ბეჭდვა