პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და
პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია არ იმყოფება, მათ შორის არც რუსეთის დელეგაცია.
„რუსეთის დელეგაცია იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ მისი ხელმძღვანელი აფრიკაში იმყოფება. სერბეთში არჩევნებია, საბერძნეთში რთული ვითარებაა და ყველას, ვინც კომიტეტის სხდომას არ ესწრება, ამის მიზეზი ჰქონდა“ – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა
12 ქვეყნიდან კომიტეტის დღევანდელ სხდომას 6 ქვეყანის წარმომადგენელი ესწრება. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა საქართველოს პარლამენტში ხვალაც გაგრძელდება. მასზე საუბარი ასამბლეის მიერ 2012 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხება.
