აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების დელეგაციამ იტალიაში ვიზიტი დაასრულა
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების დელეგაციამ იტალიაში ვიზიტი დაასრულა
11:51 04.04.2012
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების დელეგაცია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას ხელმძღვანელობით იტალიაში იმყოფებოდა.

„აფსნი-პრესის“ ცნობით, ჩირიკბა იტალიის ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა და აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო.

დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი იტალიაში 29 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა.

ბეჭდვა