ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დღეს ქუთაისში პოლიტიკური პარტიების და პრესის წარმომადგენლებს დღეს შეხვდება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საელჩოდან აცნობეს.
ჯონ ბასი ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსაც გახსნის. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მსგავსი 8 ცენტრი უკვე მუშაობს. ისინი საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით შეიქმნა. ამერიკის მთავრობამ მათ დასაფინანსებლად 5 მლნ აშშ დოლრი გამოყო.
გარდა ამისა, ელჩი ფოთსაც ესტუმრება და "ოპიკის" სესხით აშენებულ მაცივარ–საწყობს დაათავლიერებს.
