თენგიზ ომანიძე კახა ბენდუქიძეს სიცრუეში ადანაშაულებს
თენგიზ ომანიძე კახა ბენდუქიძეს სიცრუეში ადანაშაულებს
19:48 03.04.2012
კახა ბენდუქიძის განცხადება, თითქოს ქართული ეკონომიკა რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ მხოლოდ უმნიშვნელოდ დაზარალდა, სრული სიცრუე და საზოგადოების  შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ამის შესახებ განცხადებას პარტია "თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე აკეთებს.
მისი თქმით, 2005 წელს, ანუ ქართულ ღვინოზე რუსეთის მხრიდან შეზღუდვების დაწესებამდე, ღვინის ექსპორტი 41.6 ათას ტონას შეადგენდა. 2011 წელს კი - ექსპორტმა 16.9 ათასი ტონა შეადგინა. ასევე, 2005 წლამდე საქართველო რუსეთში 153 724 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციას ყიდდა, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებში ქართული ექსპორტის საერთო ჯამი 28 962 000 აშშ დოლარს შეადგენს.
ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე ომანიძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, სტატისტიკა ნათლად ცხადჰყოფს, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარს ალტერნატივა არ აქვს.
თენგიზ ომანიძის ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ "Эхо Москвы"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ ღვინოზე რუსულმა ემბარგომ საქართველოს ეკონომიკა უმნიშვნელოდ დააზარალა და ქართული პროდუქციის იმპორტი ბალტიისპირეთსა და პოლონეთში გაიზარდა.

ბეჭდვა