ივანიშვილი "ამომრჩევეთა ლიგის" დაარსებას მიესალმება
ივანიშვილი "ამომრჩევეთა ლიგის" დაარსებას მიესალმება
18:28 03.04.2012
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩევეთა ლიგის" დაარსებას მიესალმება.  ამის შესახებ მან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულად არ განხილულა, რა ტიპის თანამშრომლობა შეიძლება შედგეს "ამომრჩეველთა ლიგასთან" თუმცა, დადებითია, რომ მსგავსი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა.
"ვნახოთ რამდენად ეფექტურები იქნებიან ისინი და რამდენად მოახერხებენ სამართლიანი არჩევნების ჩატარების პროცესს ხელი შეუწყონ" - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება 28 აპრილს ლიგის მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას, ივანიშვილის შეფასებით იგი მისაღებია, თუ მას ერთჯერადი ხასიათი ექნება.
"მათ სულ სხვა მიზნები აქვთ და ჩვენ სხვა მიზნები, ამიტომ არ ვიცი თანამშრომლობა რა ფორმატში შედგება. მივესამებით ყველას, ვისაც სურს სამართლიანი არჩევნების პროცესის ხელშეწყობა" - განაცხადა ივანიშვილმა.
"ამომრჩეველთა ლიგის" პრეზენტაცია გუშინ შედგა. მასში შედიან ძმები გაჩეჩილაძეები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი, გოგა ხაინდრავა, კოკა გუნცაძე და სხვები.
"ამომრჩეველთა ლიგა" 28 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

ბეჭდვა